Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | არ მესმის, ენის დაბინძურებას მხოლოდ ჟურნალისტებს რატომ აბრალებენ? - ქართული ენა სოციალურ ქსელებსა და რეკლამაში
ambebi.ge
08 December 2017, 17:20
ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი, ბოლო დროს სხვდასხვა სოციალურ კამპანიას უძღვება, მათ შორის, ქართული ენის დასაცავად აქტიურად მუშაობს. არის რამდენიმე პროექტი, მათ შორის, "დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან".

"გაეროს კალენდრით, ყოველი წლის, 21 თებერვალს მშობლიური ენის დღე აღინიშნება. 2015 წელს სამოქალაქო კლუბთან ერთად, რომელსაც სოფო ბაჩილავა მეურვეობდა, ამ დღეს გამოვეხმაურეთ და ქართული ენასთან დაკავშირებული პრობლემები საზოგადოებას დედა ენის ბაღიდან შევახსენეთ. იქ დაიბადა იდეა - ხელისგულებზე ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები დაგვეწერა, ფოტო გადაგვეღო და სოციალური ქსელით გაგვევრცელებინა.

რა /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); უნდა ყოფილიყო პირველი სიტყვა? - დავფიქრდი და მივხვდი, რომ გაშეარება-გაზიარება შესაბამისი იქნებოდა, რადგან, გარდა იმისა, რომ ახალი ბარბარიზმი იყო და ლამის ათიდან ცხრა იყენებდა, შინაარსობრივადაც ჩვენი სათქმელის გაზიარებას გულისხმობდა. სწორედ ამ სიტყვით დავიწყეთ სამოქალაქო მოძრაობა - "დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან". ზუსტად 1 თვეში 10.000 ადამიანი შემოგვიერთდა. ყველა ტელევიზიამ გააშუქა. წამყვანებმა ხელის გულებზე პირდაპირ ეთერში დაიწერეს ბარბარიზმები და ქართული შესატყვისები. მოძრაობას ბეჭდური მედიაც გამოეხმაურა. რასაკვირველია, მედიამხარდაჭერამ აუდიტორია გაზარდა. რა შედეგი მოჰყვა? ადამიანები დაფიქრდნენ. ბარბარიზმის მნიშვნელობაზე და პრობლემა გაიაზრეს. დღეს უკვე ბევრი ამბობს მოწონებას დალაიქების ნაცვლად. გაშეარების ნაცვლად გაზიარებას იყენებს და ამასობაში, რუსული ბარბარიზმების ნაწილიც განიდევნა. მაგალითად, "მაროჟნი", "რემენი", "სემიჩკა", "ნასკი", "რული", "სვეტაფორი", "ბასეინი"... თითქმის იშვიათად გვხვდება. ცხადია, ამით არ დავკმაყოფილდით და "ფბ"-ზე ცალკე გვერდი - მოძრაობა "დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან" გავაკეთეთ. ამ თემას პერიოდულად პირად გვერდზეც ვეხმიანები. ვდებ რომელიმე ნივთის ფოტოს და თან, ბარბარიზმსა და ქართულ შესატყვისს ვურთავ. ამსევე მკითხველს ხშირად ვთავაზობ ქართული სიტყვების ათეულებს," - გვეუბნება გოგა ჩანადირი და განმარტავს, რომ ამ მოძრაობის ერთგვარი გაგრძელებაა "ქართული აბრაც," რითაც საზოგადოებას აცნობს იმ დაწესებულებებს, რომლებიც იცავენ კანონს რეკლამის შესახებ და გარე აბრაზე ქართულად აწერენ. თანაც ისე, რომ ზომით, რაოდენობით ან რიგითობით (ჯერ ქართული და მერე უცხოური) უპირატესობას სახელმწიფო ენას ანიჭებენ. ქართული ენის დასაცავად ჩვენი რესპონდენტი არა მხოლოდ სოციალურ ქსელს, საჯარო გამოსვლებსაც იყენებს. ენა საზოგადო კუთვნილებაა და მისი დაცვა ყველას პასუხისმგებლობაა.

სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ, ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გოგა ჩანადირი თანამედროვე ენის ტერმინოლოგიის თემებთან მიძღვნილ V კონფერენციაზე მიიწვიეს.
"კონფერენციაზე ენათმეცნიერმა, ქალბატონმა ლია ქაროსანიძემ მიმიწვია, სადაც თემა უნდა წარმომედგინა - სოციალური ქსელებში არსებული ქართული. მიხარია, რომ მეცნიერები, რომლებიც თანამედროვე ენაზე, მეტყველებაზე გავლენას ახდენენ, გააზრებული აქვთ სოციალური ქსელის მნიშვნელობა, ისიც, თუ როგორ მოქმედებს ის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

მოკლედ, კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებლი ვიყავი. ყურადღებით მომისმინეს და შემდეგ ბევრი კითხვაც დამისვეს. აღმოჩნდა, რომ უმეტესობა ჩემს აქტივობას ამ მიმართულებით იცნობდა. თუმცა თავიდან ვღელავდი იმაზე, ენათმეცნიერების წინაშე რა უნდა მელაპარაკა," - გვიყვება რესპონდენტი.

როდესაც გოგამ ეს კამპანია დაიწყო, ქართული ენის საკითხებითაც მეტად დაინტერესდა და მიიაჩნია,
რაც მეტი ადამიანი დაინტერესდება ქართული ენით, უკეთესი მდგომარეობა გვექებოდა, ქართულად უკეთ ვიმეტყველებთ.

- ამ ხნის მანძილზე კამპანიამ როგორ ფიქრობ, რა შედეგი მოგვცა?
- ბევრმა ადამიანმა ბარბარიზმებს ყურადღება მიაქცია, აღარ იყენებენ სიტყვებს: "ვაბშე," "პროსტა," "მაროჟნი," "დაჯე"... მეც პრაქტიკულად აღარ მეპარება საუბარში ბარბარიზმბი - მეტყვლება გავწმინდე. უცხო სიტყვა გარეული ქათამივით არის, რომელიც მოდის და შინაურს აგდებს...
ისიც არ მესმის, ენის დაბინძურებას მხოლოდ ჟურნალისტებს რატომ აბრალებენ? ჟურნალისტი აირეკლავს იმას, რაც ყოველდღიურ ურთიერთობაში ესმის. სალიტერატურო ენის ნორმებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ადამიანების მეტყველება კი მძიმე მდგომარეობაშია. სოცილაური ქსელების მომხარებლები ცუდად მეტყველებენ. არსებობს სიტყვა - მეგობარი, მაგრამ მაინც ჯიუტად ამბობენ "ფრენდს". ვიღაც მიმტკიცებდა, ეს "ფეისბქ-მეგობარია" და სწორედ ამიტომ არის ფრენდიო. არადა, რა მნიშვნელობა აქვს, - მეგობარი მეგობარია.

- სოციალურ ქსელში გამოხატულ აგრესიულ ენაზე რას იტყვი?
- ქართული ენა თავისი შინაარსით არ არის აგრესიული. ადრე ქართულში გინება არ არსბეობდა. მაქსიმუმ იყო ასეთი ფორმა: "შენი დედა ჩემი ცოლი". თუმცა ქართული რამდენ დალოცვის, შელოცვის ფორმას იცნობს, იმიტომ, რომ თავიდანვე თბილი ენა იყო, იმდენი და ისეთი "შენი ჭირიმე" ფორმებია, რომ უცხო ენაში ნაკლებად მოიპოვება.
მაგრამ სამწუხაროდ, აგრესია მოგვეძალა, რაც არსრულფასოვნების კომპლექსით, მძიმე სოციალური მდგომარეობითაა გამოწვეული, ადამიანები, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვერ ახდენენ და იზრდება მათი უკმაყოფილების ხარისიხიც. რაც უფრო მაღლია უკმაყოფილბის ხარისხი, მაღალია აგრესიული განწყობაც. ამ აგრესიის ნაწილია შურიც, ერთმანეთის კარად ყოფნა არ უხარიათ და ლექსიკაც ბილწსიტყვაობით მდიდრდება.

მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ უხამსი სიტყვები ადამიანებს მაშინ ეძალებათ, როდესაც დაშორებულები არიან წიგნს, არ აქვთ არგუმენტი ჯანსარად იკამათონ და მათთვის დამცავი "არგუმენტი" ლანძღვა-გინება და მუშტი ხდება. ამასთან, ფარული კომპლექსები, სექსუალური დარღვევებიც. მოკლედ, ღრმა თემაა.

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ადამიანთა მეტყველება გინებისგან გაიწმინდოს?
- სულ ალბათ არც უნდა გაიწმინოდს, იმიტომ, რომ გინებაც აუცილებელი ნაწილია, სრულად ვერ ამოიღებ, მაგრამ პროგრესი იმაში გვაქვს, რომ ქართულ მრავალსართულიან გინებაში ბარბარიზმებს არ ვიყენებთ...

- ამ კამპანიებს სრულიად უსასყიდლოდ, ენთუზიაზმზე უძღვები?..
- პროექტი ვინმესთვის რომ შემეთავაზებინა, გამოდიოდა, რომ ამ ყველაფერს ფულისთვის ვაკეთებდი. არადა, მაქვს იდეა, რომ ვილაპარაკოთ ქართულად, მოვუფრთხილდეთ ჩვენს სალაპარაკო ენას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაში ფულს ვერ ავიღებ!

- ქართული აბრის მიმართულებით რა სიტუაციაა, იცავენ კანონს?
- "ქართული აბრა" ესეც მნიშვნელოვანი კამპანიაა. კანონი რეკლამის შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელს გარე აბრაზე ავალდებულებს, ქართულ წარწერას პირელად ქართულ ენაზე, შემდეგ უკვე უცხოურად. ჩვენთან არის წარწერები, როცა ქართული მცირე ზომით არის და უცხოური დიდი. ბევრი ნონსენსია, მაგალითად, გუდაურში, 41 დაწესებულბიდან, დაახლოებით 39 ამ კანონს არღვევს. ამიტომ ჩემს გვერდზე მხოლოდ მათ ვათავსებ, ვინც კანონს პატიოსნად იცავს. ხოლო ვინც არღვევს, გვერდზე არანაირ რეკლამას არ ვუწევ.

- ეს კაპმანიები რამდენ ხანს გაგრძელდება?
- იქამდე, ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ ენის დეპარტამენტი არ მუშაობს. სახელმწიფო ენას მოფრთხიება უნდა. თითქმის ყოველ დღე ვდებ ჩემს გვერდზე თითო ფოტოს გავრცელებული ბარბარიზმის შესახებ, ვუწერ ქართულ შესატყვისს - შლაგბაუმი - ხერგილი, კნატკა - საბაგირო, პრობკა - საცობი, ლაფატკა - ნიჩაბი, პოვარი - მზარეული, კუხნა - სამზარეულო და ა.შ. რადგანაც ჯერ კიდევ ისმის - პრივეტ-პაკა. ერთ-ერთი ყველზე გვარცელებული ინგლისური სიტყვა კი არის "ოკეი". მე მის ნაცვლად ყოველთვის "კარგი" ამას ვიყენებ და მის შემოკლებულ ფორმად "კგ" მაქვს, მაგრამ ამაში კილოგრამს კი არა კარგის ვგულისხმობ.
მოკლედ, ბევრი რამ არის კიდევ გამომსასწორებელი.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი